ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 22-ე ტურის შეხვედრის პირველ ნახევარში “ბარსელონა” “ვალენსიასთან” 1:2 დამარცხდა. სტუმრებს უპირატესობა კევინ გამეირომ და დანი პარეხომ მოუტანეს, ხოლო მასპინძელთა რიგებში თავი ლეო მესიმ გამოიჩინა.
ერნესტო ვალვერდეს კოლექტივმა 8-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა. “სევილიას”, “ლევანტეს”, “ლეგანესის”, “ეიბარის”, “სელტას”, “ტოტენჰემის”, “ლეონესასა” და “ვილიარეალის” წინააღმდეგ გამართულ საშინაო დაპირისპირებებში “ლურჯ-ბროწეულისფრებს” პირველი ტაიმი არ წაუგიათ.
ბოლოს ამის გაკეთება 2018 წლის 11 ნოემბერს, კიკე სეტიენის “ბეტისმა” მოახერხა და გამარჯვება ხელიდან არ გაუშვა (4:3).

მაშინაც იექსპერიმენტა ბატონმა ტრენერმა