workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარჯვენა ფლანგის მფლობელთუხუცესი

მარჯვენა ფლანგის მფლობელთუხუცესი

 

უკვე მესამე სეზონია, რაც კატალონიის “ბარსელონას” თამაშების დროს, მარჯვენა ფლანგზე მთელი 90 წუთის მანძილზე თავისუფლად და ლაღად ერთი კარგად მოზრდილი ბრაზილიელი ბიჭუნა ნავარდობს. ამ ნავარდ–ნავარდში კი მას ნელ–ნელა მტრებიც, მეტოქის სახით, უჩნდება, რომლებიც დაუღალავად ცდილობენ მისთვის ბურთის ჩამორთმევას, თუმცა მათ ცდაზე უფრო მეტად იგი ბურთის დაკარგვას თავად, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის დახმარებით ახერხებს…

 

ალბათ ყველა მიხვდა, რომ საუბარი დანი ალვესზეა. ფეხბურთელზე, რომელიც ხვალ კატალონიის “ბარსელონასთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რის შედეგადაც იგი “ბარსას” მაისურით 2015 წლამდე შეძლებს ნავარდს.

 

მსოფლიოში დანის მსგავსი “მცველის” მოძებნა შეუძლებელი თუ არა, ძალიან, ძალიან, ძალიან რთულია. სხვა მრავალ თვისებებთან ერთად მას აქვს სისწრაფე, ბურთის ძალიან კარგი ფლობა და მეტოქის “გაბითურების” უნარი. სწორედ ამის გამო მას არც ისე იშვიათად საკუთარი მეკარის დაცვა ავიწყდება და შორეული ჩრდილოეთიდან კარგა ხნის შემდეგ თუ ჩამოაღწევს ნაცნობ სამხრეთში,რომელსაც სხვაგვარად საკუთარი გუნდის საჯარიმოს მისადგომებს უწოდებენ.

 

ალვეში კატალონიურ გრანდში 2008 წლიდან, პეპ გვარდიოლას მოსვლის შემდეგ ირიცხება. მან გუნდის სტილს ალღო ძალიან მალე აუღო და ლეო მესისთან და ჩავი ერნანდესთან ერთად ბევრი მეტოქე გუნდის ფეხბურთელის გაწბილებაც დაუზარელად გამოსდიოდა და გამოსდის. პირველ სეზონში მის ანგარიშზე 54 ჩატარებული შეხვედრა იყო, მაგრამ სეზონის ერთ–ერთი უმთავრესი მატჩი, “ჩემპიონთა ლიგის” ფინალი “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამოტოვა.

 

უკვე 141 მატჩია როგორღაც ახერხებენ “ბარსას” ოპონენტები და უძლებენ დანი ალვესის შეტევებსა, თუ მეტოქეთა განუწყვეტლივ შეჩერებებს. მოგეხსენებათ ბოლო ხანებია, რაც ლეო მესიმ ფლანგიდან შუისკენ აიღო გეზი, რის გამოც დანიელს უფრო მეტი სათამაშო სივრცე მიეცა. ამ დროისათვის, ბრაზილიელის ანგარიშზე 11 გატანილი გოლი და “ბევრი” საგოლე პასია.

 

კუთხურია – იცინის, აუტია – იცინის, მასზე ჯარიმდებიან – იცინის, იგი ჯარიმდება – იცინის, გოლი გადის – იცინის და ა.შ. მოკლედ, ბედნიერი კაცი გვყავს ალვეში და ასე ბედნიერად ცდილობს მეტოქეთა გულის გატეხვას და სწორედ ასე გაღიმებული აპირებს “ბარსას” ოპონენტთა გაღიმებულად დარჩენას … და თან კიდევ 4 წლით…

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში