“ბარსელონას” ახალწვეულმა, ჟან-კლერ ტოდიბომ, “კამპ ნოუზე” პრეზენტაციის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ამ მომენტით ძალიან ბედნიერი ვარ, “ბარსელონაში” თამაშზე ვოცნებობდი, დღეს კი ეს ოცნება ამიხდა.
სამუელ უმტიტი არის ფეხბურთელი, რომლის მიბაძვასაც ვცდილობ. ჩემი აზრით, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ყველა რჩევას გავითვალისწინებ, რომელსაც ის მომცემს.
ჩავი ბავშვობიდან ძალიან მომწონდა და მიხარია, რომ მისი ნომრით თამაშის საშუალება მომეცა. კარგად ვხვდები, რას ნიშნავს “ბარსაში” 6 ნომრის ტარებას და ვეცდები, ამ მაისურის ტარებით დაკისრებული პასუხისმგებლობა შევასრულო”. – თქვა ტოდიბომ.




წარმატებები ამ ბიჭს და უმაღლეს დონეზე თამაშს ვუსურვებ
აი… მომკალი და ვერ დავიჯერებ რომ ხავის ნომერი ამას აი პროსტა ისე გადასცეს… დაუფიქრებლად?, ეტყობა ეიმედებათ თორემ თავის დროზე მესიმ სულაც 30 ნომერით დაიწყო და მერე-მერე "დაქვეითდა" 19-მდის და მერე გახდა ათიანი.
ნუთუ ქართულ რომელიმე არხზე არიქნება თამაში ? მოვითხოვოთთ თ
ბოდიშით ხალხო უცბად ანი რეალი მეგონა ;დდდდ
ამას უმალავენ მემგონი რო ზაფხულში აეხევა ეგ 6 ნომერი :დ
აბა შენ იცი იმედია გაამართლებ