დღეს გახდა ზუსტად 2 თვე მას შემდეგ, რაც კარლეს პუიოლმა ტრავმა მიიღო საშინაო მატჩში, “რასინგ სანტანდერის” წინააღმდეგ. კაპიტანმა მწვავე ტკივილები იგრძნო მარცხენა მუხლზე. პირველად იგი პიკემ ჩაანაცვლა, მაგრამ კიდევ დიდხანს მოუწია ამის კეთება, რადგანაც 5 ნომერი დიდი ხანი აღარ დაბრუნდა. მან რამდენიმე თამაში გამოტოვა ლა ლიგასა და ესპანეთის თასზე, ამიტომ გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ იგი “არსენალთან” საპასუხისმგებლო მატჩში დაბრუნდებოდა, მაგრამ ტრავმა გაუმიზეზდა და კარლესის 2 თვიანი “არდადეგებიც” დაიწყო.
პუიოლი ასევე დააკლდება ესპანეთის ნაკრებსაც, რომელიც მარტის ბოლოს გამართავს 2 საკვალიფიკაციო მატჩს ლიტვასა და შოტლანდიასთან. ახლა იგი კიდევ 2 კვირას გაიუქმებს და ვნახოთ როგორ წავა მისი აღდგენით პროცესი, სავარაუდო დაბრუნების დროდ კი მიიჩნევა “ვილიარეალთან” მატჩი. ვიმედოვნოთ, რომ კარლესი საპასუხისმგებლო მატჩებში დაუბრუნდება “ბარსელონას”.
