მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბენფიკა“ „ბარსელონასგან“ 5 მილიონ ევროს მიიღებს

„ბენფიკა“ „ბარსელონასგან“ 5 მილიონ ევროს მიიღებს

“ბარსელონასა” და “ბენფიკას” შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, რაც ნელსონ სემედუს ტრანსფერის საბონუსო დეტალებს გულისხმობს, კატალონიელები ლისაბონელებს დამატებით 5 მილიონი ევროს გადაუხდიან, წერს El Mundo Deportivo.

საქმე იმაშია, რომ “ლურჯ-შინდისფერთა” შემადგენლობაში სემედუმ უკვე ჩაატარა 50 ისეთი მატჩი, სადაც მოედანზე მინიმუმ 45 წუთი დაყო. ამიტომ, ესპანეთის მოქმედ ჩემპიონებს პორტუგალიელებისთვის თანხის გადახდა მართებთ.

საერთო ჯამში, სემედუმ “ბარსელონას” რიგებში 59 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • sons of anarchy
    schedule 28 იან 2019, 11:58

    აუ რამდენი ხანი აწვალეს ტიპი რო 50 შეხვედრა არ ჰქონოდა

  • Johan Cruyff 14
    schedule 28 იან 2019, 08:07

    ძირითადის კაცია ნელსონ სემედო

  • M10 S9 D11
    schedule 27 იან 2019, 23:58

    ეხლა რო სასტარტოში დააყენოს ვალიკომ სულ ამ ბართომეუს ხო უნდა ამოუტრიალო ყველაფერი მაგ 5 მილიონის გამო თუ აწვალებინებდა ამდენს