გასაკვირი არაა, რომ “ბარსელონას” სტუმრობამ ჟირონაში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. დღევანდელ კატალონიურ დერბის “მონტილივიზე” 14 021 გულშემატკივარი დაესწრო, რაც მიმდინარე სეზონში კლუბის საუკეთესო მაჩვენებელია. მოედანი 14 500 მაყურებელს იტევს, ასე რომ, ცარიელი ადგილები ნაკლებად იყო.
ადგილობრივი გულშემატკივრები შედეგით მაინცდამაინც კმაყოფილები ვერ დარჩებოდნენ, რადგან ლა ლიგის ლიდერმა “ბარსელონამ” მატჩი დამაჯერებლად, 2-0 მოიგო.

რა მაგარი სუართია