მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსელონამ“ დე იონგი ნეიმარის შეტყობინებებით დაიყოლია

„ბარსელონამ“ დე იონგი ნეიმარის შეტყობინებებით დაიყოლია

პერსპექტიული ჰოლანდიელი ნახევარმცველის ტრანსფერში დარწმუნების მიზნით “ბარსელონამ” ფრენკი დე იონგს “პარიზ სენ-ჟერმენის” ფეხბურთელის, ნეიმარ და სილვას, შეტყობინებები აჩვენა, სადაც ნათლად მჟღავნდება ბრაზილიელი ფორვარდის “კამპ ნოუზე” დაბრუნების სურვილი, იტყობინება AS.

ნეიმარი საფრანგეთის ჩემპიონატში არსებული დაბალი კონკურენციით, პარიზის ამინდებითა და მეტოქეთა უხეში თამაშის სტილით უკმაყოფილოა. შეტყობინებათა წაკითხვის შემდეგ დე იონგმა “ბარსელონაში” გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

21 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ “ბლაუგრანა” “აიაქსს” 75 მილიონ ევროს გადაუხდის (+11 საბონუსო სისტემით). ფრენკი გუნდს 2019 წლის 1-ლ ივნისს შეუერთდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 27 იან 2019, 21:15

    ეუფ ხალიბა ამოუტრიალებს ახლა ნეიმარს ყველაფერს :დდდდდ

  • professor1984
    schedule 27 იან 2019, 20:04

    ხელაიფა გამოაგდებს ნეიმარს გუნდიდან უეჭველი smiley

  • Don_Andresito
    schedule 27 იან 2019, 19:38

    სანამ ხელაიფი არმოკლავს ნეიმარს მანამდე არ შეწყვეტენ ამ სტატიებს?

  • zazo
    schedule 27 იან 2019, 19:31

    რაღაცაში მაინც გამოგვადგა ნეიმარი :დ