workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრუიფი: “ბარსა” და “რეალი” კარგ სეზონს ატარებენ”

კრუიფი: “ბარსა” და “რეალი” კარგ სეზონს ატარებენ”

კატალონიური “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, იოჰან კრუიფმა “Sport”–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ბარსაც” და “რეალიც” საკმაოდ წარმატებულ სეზონს ატარებენ. ცნობილი “მფრინავი” ჰოლანდიელი თვლის, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს ორი კლუბი ვერ მოიპოვებს ტიტულს, მაინც შესანიშნავ სეზონად ჩაეთვლებათ 2010–2011 წელი.

 

“მე ყოველთვის ვცდილობ მთლიანი სეზონის და არა რომელიმე კონკრეტულ მატჩის ანალიზი გავაკეთო. იქნება “რეალისთვის” წარუმატებელი სეზონი, თუ ყველა ტიტულს “ბლაუგრანა” დაესაკუთრება? რა თქმა უნდა, არა! იგივეს თქმა შეიძლება ყველაფერი რომ პირიქით მოხდეს. საბოლოო ჯამში უნდა ვთქვათ, რომ ორივე გუნდმა კარგი სეზონი ჩაატარა.” – დაასრულა იოჰან კრუფმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში