workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილია: “მთავარია, რომ საგოლე მომენტებს ვქმნი”

ვილია: “მთავარია, რომ საგოლე მომენტებს ვქმნი”

“ბარსელონას” ესპანელ თავდამსხმელს, დავიდ ვილიას ამ ბოლოს ხანებში არ უმართლებს და ხშირად აცილებს ბურთს მიზანს. მაგრამ ასტურიელი ფორვარდი სულაც არ ფიქრობს, რომ იგი ცუდ ფორმაშია და თვლის, რომ ეს დროებითია, რადგანაც შეუძლებელია ყველა შეხვედრაში გოლი გაიტანო, გადმოგვცემს გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

“გეთანხმებით იმაში, რომ ამ ბოლო დროს ნამდვილად აღარ მიმართლებს გოლის გატანაში, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საგოლე მომენტები უამრავი იქმნება და იღბალიც გადმოვა ჩემსკენ. ამას ჩავარდნას ვერ დავარქმევდი, რადგანაც ძალიან კარგ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფები. მე უგოლო სერიაზე სულაც არ ვღელავ, რადგან გუნდი მაინც იმარჯვებს და გადის შედმეგ ეტაპზე თავაწეული. მე ოპტიმისტურად ვარ განწოყიბილი თითოეულ დარჩენილ მატჩზე. დარწმუნებული ვარ ძალიან მალე დავიწყებ გატანას.” – განაცხადა ვილიამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში