“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ “ჟირონასთან”, “მონტილივზე”, გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
“მე ძალიან ვაფასებ ორივე მადრიდულ გუნდს, “ატლეტიკოსაც” და “რეალსაც”, პირველი შესანიშნავი გუნდია, ხოლო მეორე არასდროს ნებდება.
ცხადია, უმ გუნდს უფრო დიდ ყურადღებას ვუთმობთ, რომელიც ცხრილში ჩვენთან ყველაზე ახლოსაა და მთავარი მდევარია.
“ჟირონასთან” მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. ლა ლიგა თანდათანობით უფრო იძაბება, ამიტომ, ეს თამაში მოსაგები გვაქვს.” – განაცხადა ვალვერდემ კატალონიური დერბის წინ.

მართალი ხარ ვალო რეალი ისეთ შავ დღეშია არც ღირს მაგათ გამო ნერვიულობა გაწი გამოწი მე-4 ადგილზე გავიდნენ
ბოლო დღეებია ბევრს ტლიკინებს… ეტყობა ნერვები აქვს აწეწილი…ხსნიან? გვეშველა?!