ვეტერანმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, კლას-იან ჰუნტელაარმა, ფრენკი დე იონგის ტრანსფერზე ისაუბრა.
“იმედი მაქვს, “ბარსელონაში” მისი საქმე კარგად წავა, თუმცა დარჩენილ ექვს თვეში, მთელი ყურადღება “აიაქსს” უნდა დაუთმოს.
დე იონგმა ისე უნდა გააგრძელოს თამაში, როგორც ამას ახლა აკეთებს. მთავარია, ფეხბურთით სიამოვნება მიიღო. ის არ უნდა შეიცვალოს და ამასთან ერთად, უნდა განვითარდეს. ფრენკი ჭკვიანი ბავშვია და დარწმუნებული ვარ, გიჟივით არ მოიქცევა”. – განაცხადა ჰუნტელაარმა, რომელიც დე იონგის ყველაზე გამოცდილი თანაგუნდელია.

საკითხავია რამდენად გაამართლებს მწვრთნელის რანგში..
ბარსას ჩემი აზრით გამოცდილი, ჭკვიანი, წარმატებული, უკვე შემდგარი წინამძღვარი სჭირდება!
იცის კლას იანმა რაც უნდა ილაპარაკოს
ისე აიაქსი როგორც გუნდი სულ მევასებოდა.
https://everythingbarca.com/2019/01/24/bronckhorst-replace-valverde-barcelona/ აბა ამ სტატიაზე რას იტყვით?