დღეს, ერიკ აბიდალს კატალონიის “ბარსელონას” სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა ესტუმრა…
მოგეხსენებათ კატალონიის “ბარსელონას” ფრანგმა მცველმა, ერიკ აბიდალმა ხუთშაბათს ღვიძლის სიმსივნის გამო ოპერაცია გაიკეთა. დღეს მასთან პალატაში სტუმრად კლუბის სპორტული დირექტორი, ანოდნი სუბისარეტეა იმყოფებოდა. სუბისარეტამ ფრანგ მცველთან 5 წუთი დაჰყო და მას ერთი პატარა საჩუქარიც გაუკეთა – მან ერიკს “ბარსელონასა” და “ხეტაფეს” დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა აჩვენა. ალბათ ყველას გახსოვთ, თუ როგორი ოვაციებით შეხვდა “ნოუ კამპზე” შეკრებილი პუბლიკა 22–ე წუთს…
აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ამ ბოლო ხანებში 22 ნომრიან მაისურზე მოთხოვნები საგრძნობლად გაიზარდა.

