workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრუიფი: ”რეალმა” ბოდიში უნდა მოუხადოს ”ბარსელონას”

კრუიფი: ”რეალმა” ბოდიში უნდა მოუხადოს ”ბარსელონას”

”ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა, იოჰან კრუიფმა განაცხადა, რომ მადრიდის ”რეალმა” ბოდიში უნდა მოიხადოს კატალონიური გრანდის წინაშე იმ განცხადებების გამო, რომელიც გასულ კვირას რადიოსადგურმა ”კადენა კოპემ” გაავრცელა, იტყობინება AS.

შეგახსენებთ, რომ ”კადენა კოპემ” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდში ”ბარსელონას” ფეხბურთელებს ”დოპინგის” მიღებაში ადანაშაულებენ და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციიდან აკრძალულ მედიკამენტზე გამკაცრებულ შემოწმებას მოითხოვენ. გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ მადრიდში კატალონიელ ექიმებს ”საეჭვო რეპუტაციის” მქონეებად მიიჩნევენ. ამას გარდა, განცხადებებში ნახსენები იყო ”ვალენსიაც”. უნდა აღინიშნოს, რომ მოგვიანებით ”კადენა კოპეს” წარმომადგენლებმა ბოდიში მოიხადეს ”ბარსელონასა” და ”ვალენსიას” წინაშე და აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ ასახავდა მათ პოზიციას.

ამის შემდეგ ”თეთრების” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა დაურეკა თავის კატალონიელ კოლეგას, სანდრო როსელს და უთხრა, რომ ”სამეფო კლუბს” არავითარი კავშირი არ აქვს გავრცელებულ ინფორმაციასთან. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ”ლურჯ-ბროწეულისფერთა” მხრიდან, ბევრს არ სწამს პერესის სიტყვების ჭეშმარიტების.

”ვფიქრობ, რომ ”რეალმა” ბოდიში უნდა მოიხადოს ”ბარსელონას” წინაშე. სპორტული სული და მტრობა ერთმანეთს არ შეესაბამება. როდესაც ვხედავ ”რეალის”, ”ლიონისა” და ”ხეტაფეს” მიერ ერიკ აბიდალის მხარდაჭერას, მეუფლება სიამაყის გრძნობა იმის გამო, რომ მეც სპორტული სამყაროს წარმომადგენელი ვარ. მაგრამ, ”ბარსელონას” მიმართ გამოთქმული ბრალდებები ძალიან მძიმეა. ვფიქრობს, რომ ”ბარსელონას” წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს არა ”კადენა კოპემ”, არამედ ”რეალმა”, რომელიც ამ ყველაფრის ინიციატორია.” –  განაცხადა კრუიფმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში