ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა, პრესასთან ინტერვიუში ერთმანეთს ლა ლიგა და ლიგა 1 შეადარა. ფეხბურთელმა ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარიზში თავს ბედნიერად გრძნობს. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს აქტიურად დაიწერა ფეხბურთელის “ბარსელონაში” დაბრუნებაზე.
“ადაპტაცია ლიგა 1-ში უფრო ადვილი გამოდგა, ვიდრე წარმოვიდგენდი, რადგან ფრანგული ჩემპიონატი ძალიან ჰგავს ლა ლიგას. თავიდან ადაპტაციის პრობლემები თვით ქალაქთან მქონდა, ამან კი ხელმძღვანელობაში წუხილი გამოიწვია. ამჟამად ყველაფერი სხვაგვარადაა, პარიზში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში.” – განაცხადა, ბრაზილიელმა.


ძაან კაი ფაეგდოს და დალპეს
უუუფ ძაან კაი დარჩეს სადაცაა არც არავინ ექაჩება და არც არავის სჭირდება
მაგარია ნეი მაგრამ ამის დაბრუნება ნწ მერე დემბო ვეღარ ითამაშებს დემბო თესლია
ჭ კლასის ჩემპიონატია რო გაგჭირვებოდა ადაფტაცია ოთხზე იყავი დასაყენებელი
ვინ ეხვეწება?! :დ