კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერემ, კევინ-პრინც ბოატენგის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. იტყობინება, El Mundo Deportivo.
“ყველა ტრანსფერი, რომელსაც “ბარსელონა” ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ახორციელებს, ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივია, თუმცა მოგვიანებით შედეგიანი გამოდის. ვფიქრობ, ბოატენგს დიდი დრო არ დასჭირდება, რათა ადაპტაცია გაიაროს ახალ გუნდში. ის მზადაა, გამოვიდეს მოედანზე და შედეგი აჩვენოს. პოზიცია? მას შეუძლია ფორვარდიც იყოს და შემტევი ნახევარმცველიც. ბოატენგისთვის ნებისმიერი პოზიცია კომფორტულია.” – განაცხადა, ვალვერდემ.

ხოო აბა გომეშიც და ალკასერიც მასე იყო ხოო😂😂😂 იყიდეს ძვირად და მერს გააჩუქეს
10 დან 10 ვერ იქნება ერთნაირი მეგობარო ))
პაულიონიოს ტრანსფერი სუფთა ფულის გათეთრება იყო სხვა რა მიზნით უნდა ახსნა ერთ წლიანი ტრანსფერი მესმის არ გაემართლებინოს და გაეყიდათ ეგრევე მარა პირიკით. იგივე ფასში გაიყიდა რამდენადავ იყიდეს.. ნეიმარის უკან დაბრუნებაც შეიძლება რაღაც იგივე მაქინაციების გამო მოხდეს და ეს ბარსელონა-პსჟ ს უთანხმოება და ვითომ ჩივილები და ესენი და ისინი შეიძლება ერთი დიდი შოუ იყოს საქმე 250 მილიონს ეხება. მითუმეტეს ყველამ იცის ბარსელონას პრეზიდენტი და პსჟს მფლობელი ბიზნესმენები არიან პირველ რიგში მეორეშიც და მესამეშიც.. არაფერია გასაკვირი.. ბარსას ბოლო ტრანსფერები რო გადახედო სუფთა ბიზნესია მინა თუმდაც ჩამოიყვანეს არაფერი აცადეს ძვირად გაყიდეს მალკომსაც იგივეს უპირებენ პაულინიოზე უკვე ვთქვი..