კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა ვიდეო, თუ როგორ აწერს ხელს კევინ-პრინც ბოატენგი თავის ახალ მაისურს.
ვიდეო ვებ-გვერდიდან მალევე წაიშალა, თუმცა შესამჩნევი იყო, რომ განელი 19-ნომრიან მაისურთან იდგა. როგორც ჩანს, მისი კატალონიური კარიერა სწორედ ამ ნომრით დაიწყება.

ჟერომ ბოატენგის ძმაა ეს ხო?
ბართომ მთლად გარეკა მგონი.რაებს ჩალიჩობენ მათ ვერ ხდებიან უკვე,შარშან პაულინიო მოიყვანეს50 მილ მეტნაკლებად გუნდს შეერწყა გაყიდეს 45მილ.???? მის მაგიერ მოიყვანეს ვიდალი?დაუნიშნეს სუპერვარსკლავის ხელფასი? მუნირი 1 მილიონად გაყიდეს??? ბოატენგში 2 მილიონს არენდაში იხდიან????? ვისი შემცვლელია ბოატენგი? საწყალი მალკომი სკამზე ჟდომით დაიტანჯა,დაამატე დენისი ,საერთოდ რა ხდება ვინმე ერკვევა???
ეს რაში უნდა გამოვიყენოთ ვერ ვხვდები მართლა.. იქნებ ვინმეს გაქვთ აზრი გაგვიზიარეთ
ბოლო წლებში 19 ნომერი ძალიან წარუმატებელია აფელაი იყო და ვერაფრით ეშველა გახსნილიყო მუნირი ხო დაათრევდთ ამ 19 ნომერს და ვერაფერი გააკეთა მონტოიამ ხო საერთოდ ჩაისვარა დინი ასე თუ ისე ცოდვილობდა 19 ნომერი მესის გარდა ყველასთვის თარსი აღმოჩნდა იმედია ბოატენგი დაამსხვრევს ამ სტერეოტიპს და კარგად ითამაშებს ეს კაცი იმიტო მიყვარს რო მისი ძმების მსგავსად განის ეროვნული ნაკრები არ გაყიდა "ჟერომ ბოატენგი" მივესალმები მას ბარსაში და წარმატებებს ვუსურვებ ვისკა ბარსა ❤️
მალკომს მალე გაყიდიან აგერ ნახეთ.. ვაი ვალვერდეეეე
წარმატებები ბოატენგს და ბარსას