“ბარსელონას” ჩამშლელმა ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან “ხეტაფესთან” მატჩის შემდეგ. მისი აზრით გუნდმა ამავე რიტმში უნდა გააგრძელოს.
“ჩვენ ისე უნდა გავაგრძელოთ, როგორც ძველად. თუ ჩვენ ისევე გავაგრძელებთ თამაშს აუცილებლად მივაღწევთ შედეგს, ისეთ შედეგს, რომელიც ჩვენთვის სასურველია და რომლისთვისაც ვისწრაფვით. ყველა ტურნირი გადამწყვეტ ფაზაში შედის, ახლა არის მთავარი კონცენტრაცია თითოეულ თამაშზე”.
“ხეტაფესთან” გამარჯვება მთლიანად გუნდმა აბიდალს მივუძღვენით. აბიდალი ამას იმსახურებს, იგი გუნდის ერთ–ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. სამწუხაროა რაც მას დაემართა, ჩვენ მის გვერდში ვართ და იგი აუცილებლად დაძლევს იმ სირთულეებს, რომელიც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არის”.
“ხეტაფესთან” მატჩში ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით, მთლიანობაში კარგად ვითამაშეთ და დამსახურებული 3 ქულაც მოვიპოვეთ. რაც შეეხება მომენტებს, მხოლოდ და მხოლოდ 2 ბურთი გავიტანეთ, არადა მეტი შეგვეძლო. მაგრამ ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, მთავარია, სტატუს ქვო კვლავ ძალაშია”.
