როგორც იცით, დღეს ესპანეთის სამეფო თასის 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც “ბარსელონას” მეტოქედ “სევილია” ერგო.
ცოტა ხნის წინ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ 1/4 ფინალური ეტაპის მატჩების თარიღი და დრო დაადასტურა.
23 იანვარს თბილისის დროით 00:30 საათზე “ხეტაფე” “ალფონსო პერესზე” “ვალენსიას” უმასპინძლებს. 24 იანვარს ასევე 00:30 საათზე “ბარსელონა” “სანჩეს პისხუანზე” “სევილიას” ესტუმრება”. 24 იანვარს 22:30 საათზე “ესპანიოლი” “კორნელიაზე” “ბეტისს” დახვდება. ბოლო მატჩი კი 25 იანვარს 00:30 საათზე “ბერნაბეუზე” შედგება “რეალსა” და “ჟირონას” შორის.
საპასუხო მატჩები 1 კვირის შემდეგ გაიმართება, მათი ზუსტი თარიღი და დრო ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.




ხირონა გააგდებს როგორც ატლეტიკო გააგდო
ხირონა არა-ჟირონა, კატალონიის გუნდია და იმიტომ. პიკეც ჟერარდია ესპანურად რო ხერარდს ეძახიან.
ხირონა გააგდებს როგორც ატლეტიკო გააგდო