კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოსეპ ბართომეუმ განაცხადა, რომ კლუბი ესპანელი მცველის, ჟორდი ალბას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. ალბას მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, 29 წლის მცველი “ბარსელონაში” კიდევ 5 წლით დარჩება. აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, მხარეები 2023 წლამდე გახანგრძლივებას აპირებდნენ.

აბა რაააა, ზოგადად პრესამაც რაღაცაზე ხომ უნდა იჭორაოს!
ისე, პრესაც ხომ მედიასაშუალებაა, და მსოფლიოში უნდა გახდეს დასჯადი ცილისწამებები და ტყუილები!
მარტო სიმართლე თუ გვინდა გაზეთი ალბათ თვეში ერთი ეგზემპლარი გამოვიდოდა
ნუ მთლად მასეც არაა, რეალურად ჟურნალისტებს ყველა კლუბში ყავს ნაცნობი, რომელიც ასე ვთქვათ კლუბის შიდა სამზარეულოში ტრიალებს მეტ-ნაკლებად და ახლა ვიღაცა რაღაცებს ყოველთვის ილაპარაკებს განსაკუთრებით ფეხბურთელებზე და შეიძლება ერთ-ერთი წყარო მაგი ჰქონდეთ ჟურნალისტებს, ასე ჰაერზე მოფიქრებებულიც არაა მხოლოდ, თუმცა ძირითადად სუ ტყუილებია გეთანხმები.
აბა რაააა, ზოგადად პრესამაც რაღაცაზე ხომ უნდა იჭორაოს!
ისე, პრესაც ხომ მედიასაშუალებაა, და მსოფლიოში უნდა გახდეს დასჯადი ცილისწამებები და ტყუილები!
მარტო სიმართლე თუ გვინდა გაზეთი ალბათ თვეში ერთი ეგზემპლარი გამოვიდოდა
ამის გაშვებაც არც არავინ განიხილავდა ალბა ბარსელონას ლეგენდაა 😉