კატალონიის “ბარსელონას” გერმანელმა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ერთ-ერთ ინტერვიუში კლუბის მიზნებზე კომენტარი გააკეთა.
“ტიტულები? გამონაკლისები არ არსებობს, ჩვენ მუდამ ყველაფრის მოგება გვსურს, ეს “ბარსელონაა” – განაცხადა, გერმანელმა.
“ბარსელონა” ლა ლიგის სატურნირო ცხრილს 43 ქულით ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში კი “ლიონს” დაუპირისპირდება. “ბლაუგრანელები” ასევე ემზადებიან ესპანეთის სამეფო თასის განმეორებითი შეხვედრისთვის, პირველ მატჩში გუნდმა “ლევანტესთან” ბრძოლა დათმო (1:2).

უუუუუჰ, ამ ლევანტეზე ისედაც რა გამწარებულები არიან წაუგებელი სერია რომ დაგვაკარგინა!

ჰოდა ეხლა ერთი კარგად "გადაუარონ" და გულზეც მოეშვებათ!