“ბარსელონამ” “ლა მასიას” აკადემიის ერთ-ერთ გამორჩეულ წევრს, ილაშ მორიბას, რომელსაც კლუბთან ხელშეკრულება უმთავრდება, ფინანსური და სპორტული თვალსაზრისით ძალიან დიდი შეთავაზება გაუკეთა. ახლა, კლუბში ფეხბურთელის თანხმობას უცდიან.
საქმე ისაა, რომ კატალონიელებს არ სურთ იმ ფეხბურთელის დაკარგვა, რომელსაც დიდი მომავალი უნდა ჰქონდეს. მორიბას პროგრესს უკვე დიდი ხანია, “მანჩესტერ სიტი” აკვირდება და Sport-ის ცნობით, ინგლისელებს შეთანხმება უკვე დასრულებულად მიაჩნიათ. ილაშ მორიბა კურუმა კურუმა, რომელიც წარმოშობით გვინეიდანაა, 19 იანვარს 16 წლის ხდება, “სიტი” კი მის დამატებას მომდევნო დღეს აპირებს.
მორიბას დამატება “იუვენტუსსაც” სურს, ისინი “სიტიზე” მეტს იხდიან, თუმცა, “ბარსელონას” ამ შემთხვევაში ფული არ აინტერესებს. კატალონიელები იმედოვნებენ, რომ ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებას ამჯობინებს.




16 tisaa kargad waikitzet
19-ის კიარა 16-ის ხდება და უნიჭიერიესი ბიჭი ყოფილა მართლა https://www.youtube.com/watch?v=Y0Ai-KQsyxg
..ან იჯარით გაუშვან გამისყიდვის უფლების გარეშე, ეხლა სად ათამაშებენ, ვის ამოაგდებს, პიკეს თუ ლანგლეს?!
მორიგი ვარსკვლავი იკარგება, იმედია უარს ეტყვის ამ ფულის მონებს. საერთოდ გააუბედურეს ამ შეიხებმა ეს სპორტი. ყველგან ფული ტრიალებს, მარადონამ კი თქვა ისე სიმართლე, გააუქმეთ ტოტალიზატორები და იხილავთ ნამდვილ ფეხბურთსო