მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამპერმა და ვერმალენმა ვარჯიში განაახლეს

სამპერმა და ვერმალენმა ვარჯიში განაახლეს

სერჟი სამპერმა და ტომას ვერმალენმა “ბარსელონასთან” ერთად ვარჯიში განაახლეს და ნაწილობრივი დატვირთვა მიიღეს. ორივე ფეხბურთელმა ტრავმა ძალიან დიდი ხნის წინ მიიღო, რამდენიმე დღეში კი ისინი, სავარაუდოდ, მოედანზე გასვლას ისევ შეძლებენ, შემდეგ ახალ ტრავმას მიიღებენ და მომდევნო თვეების განმავლობაში ისევ გამოჯანმრთელებაზე იზრუნებენ. 

სამპერისთან შედარებით, ვერმალენი დაზიანების გარეშე წესით ნაკლებ დროს გაატარებს, რადგან ბელგიელ მცველს ესპანელი ნახევარმცველისგან განსხვავებით  სათამაშო დროის მიღების შანსი აქვს.

ფეხბურთელები ახლა ექიმების მეთვალყურეობით ვარჯიშობენ და დროებით ასეც გაგრძელდება. 

აღსანიშნავია, რომ “ბარსას” სავარჯიშო სესიაში მათ გარდა მონაწილეობა ბ გუნდის წევრებმაც მიიღეს, მათ შორის ინიაკი პენიამ, მუსა ვაგემ, ორიოლ ბუსკეტსმა და რიკი პუჩმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • sergio busquets5
    schedule 13 იან 2019, 13:45

    ორივე წავიდეს თან ახლავე

  • Vengance
    schedule 13 იან 2019, 03:00

    ადრე მახსოვს სტატია იყო ბარსას ფეხბურთელების ხელფასებზე და დავინტერესდი ამ სამპერს რამდენი აქვს ხელფასი ნუ ყველაზე ცოტა ქონდა სხვებთან შედარებით მარა რიცხვზე იკაიფეთ… 19,000 ევრო კვირაში sweat_smile

  • Gnidius
    schedule 13 იან 2019, 00:18

    რამაგარი კაცია ხელფას იღებს ტიტულებს იგებს ისე რომ სულ ტრამვა აქვს.საღოლ ვერმა

  • zazo
    schedule 12 იან 2019, 23:53

    ამაზე ნაკლებად ოპტიმისტი აღარ უნდა იყო კაცი :დ და რაიცი რო სანამ მოედანზე გავა ვერმალენი მანამ არ მიიღებს ტრავმას

  • GIO-PEP
    schedule 12 იან 2019, 23:45

    "რამდენიმე დღეში კი ისინი, სავარაუდოდ, მოედანზე გასვლას ისევ შეძლებენ, შემდეგ ახალ ტრავმას მიიღებენ და მომდევნო თვეების განმავლობაში ისევ გამოჯანმრთელებაზე იზრუნებენ" joy joy კარგი იყო 😀