“ბარსელონა” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, “ხეტაფესთან” შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ხეტაფე” ძლიერი გუნდია, განსაკუთრებით თავიანთ მოედანზე. მათი თვისებები კარგად ვიცოდით, როგორ თამაშობენ და იცავენ ისინი თავს.
სწორედ ასეთ მატჩებში გამარჯვებით იგებ ჩემპიონატს, თუმცა ჯერ დასრულებამდე დიდი დროა. მიუხედავად იმისა, რომ “რეალი” 10 ქულით ჩამოგვრჩება, ტიტულისთვის ბრძოლაში ისევ ჩართულები არიან და ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო თვეებში”. – თქვა სუარესმა.




სუაა ძალიან ძალიან მაგარი და ძალიან კარგ ფორმაში ხარ! ასე გააგრძელე N1-ო ცხრიანო!❤