“ბარსელონას” ყოველწლიური ტრადიცია არ დაურღვევია და 2019 წლის დასაწყისშიც, თითქმის ყველა ფეხბურთელი, მწვრთნელი და დირექტორი ქალაქის საავადმყოფოებს ესტუმრა. ისინი ბავშვებს შეხვდნენ, მათ საჩუქრები დაურიგეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
განსაკუთრებული საჩუქარი 16 წლის ალვარომ მიიღო, რომელიც სან ჟოან დე დეუს ჰოსპიტალის ონკოლოგიური განყოფილების პაციენტია და სამუელ უმტიტი შეხვდა. მან რობოტი პოლის დახმარებით, სავარჯიშო სესიის მიმდინარეობისას “კამპ ნოუ” და “ბარსას” მუზეუმი დაათვალიერა.
სულ, “ბარსელონელებმა” 9 საავადმყოფოს პაციენტები 11 ჯგუფად ინახულეს.




მეტი ვიდრე კლუბი ბრავო!