workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საეჭვო ეპიზოდები

საეჭვო ეპიზოდები

 

მოგეხსენებათ გუშინ კატალონიის “ბარსელონამ” ფეხი “პრიმერას” ფინალურ ფაზაში შედგა და საკუთარ მოედანზე მადრიდული “ხეტაფე” მიიღო, რომელიც მოპოვებული ქულების გარეშე გაისტუმრა. ამ მატჩში რამდენიმე საეჭვო ეპიზოდი დაფიქსირდა, როდესაც შეხვედრის არბიტრმა, მუნიზ ფერდინანდმა პენალტი არ დანიშნა, თუმცა გამსოარჩევი მხოლოდ დავიდ ვილიას მომენტია.

 

დავიდთან მადრიდელების საჯარიმოში ორთაბრძოლაში წესით და რიგით “ხეტაფეს” 2 ნომერი, კატა დიასი უნდა დაჯარიმებულიყო, რის შედეგადაც კატალონიელებს 11 მეტრიანის შესრულების უფლება ექნებოდათ. თუმცა, პენალტი არ დაინიშნა, კატალონიელებმა კი ისევ განაგრძეს შეტევების წარმოება. ეს მომენტი ალბათ ყველაზე რეალური “საპენალტე” მომენტი აღმოჩნდა ამ დაპირისპირებაში.

 

ამას გარდა პენალტის დანიშვნას კატალონიელები 3–ჯერ ითხოვდნენ. ერთხელ ვილიას მომენტის დროს (ამ შემთხვევაში ანდალუსიელმა ყვითელი ბარათიც მიიღო), ერთხელაც ბოიანის და ერთხელაც მაშინ, როდესაც კატალონიელები მადრიდელების მიერ ხელით თამაშის დაფიქსირებას ითხოვდნენ. თუმცა, არც ერთ მომენტს არ დაუმსახურებია გვარდიოლას ყურადრება ისე, როგორც ეს 22–ე წუთზე მომხდარმა ფაქტმა დაიმსახურა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში