საშობაო დასვენებების შემდეგ, “ბარსელონას” ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა ვარჯიში განაახლა. ძირითადი გუნდის მოთამაშეებს რამდენიმე რეზერვისტიც შეუერთდა.
ერნესტო ვალვერდეს გუნდი 2019 წლის პირველ მატჩს 6 იანვარს, მადრიდში, “ხეტაფეს” წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც 25 ქულა აქვს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. მე-18 ტურის წინ, “ბარსა” პირველ პოზიციას 37 ქულით იკავებს და უახლოეს მდევარ “ატლეტიკოს” 3 ქულით უსწრებს.
![“ბარსელონამ” ვარჯიში განაახლა [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2018/12/1546181809_b.jpg)
დასაწყისისთვის ბარსას ვარჯიშის ყურებაც ძალიან სასიამოვნოა თან რომ ვიცით რო დღევანდელი ჩანაწერია და არა 5-6 წლის უკანდელი … მოკლეთ მოუთმენლად ველოდები ჩემპიონატის განახლებას….