“ბარსელონას” კაპიტანი Marca-სთან ინტერვიუში საჯარიმო დარტყმების შესრულებაზე საუბრობს.
“მართალია, რომ სავარჯიშო სესიების შემდეგ მინდორზე ვრჩები და ჯარიმების შესრულებაზე ვვარჯიშობ. არა მხოლოდ ჩვეულებრივი ჯარიმების, არამედ საჯარიმოს შიგნიდან დარტყმებისაც. ასე, დარტყმის განსაკუთრებულ უნარს ითვისებ და ამ კომპონენტში ბევრად უკეთესი ხდები. როგორც ყველაფერში, პრაქტიკა აქაც მთავარია”. – ციტირებს მესის სიტყვებს მადრიდული გამოცემა.

ერთი არსებობს ასეთი მაგარი და ისიც ჩვენ გვყავს!