მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტანგი ნდომბელეს აგენტი ფეხბურთელის ფასს ასახელებს

ტანგი ნდომბელეს აგენტი ფეხბურთელის ფასს ასახელებს

ტანგი ნდომბელეს ღირებულება 80 მილიონი ევროა და ეს ინფორმაცია არცერთ სპორტულ გამოცემას არ ეკუთვნის: “ლიონის” ფეხბურთელის აგენტმა მისი კლიენტის ფასი თავად დაასახელა, როცა ნდომბელეს მიმართ ევროპული კლუბების, კერძოდ კი, “ნაპოლის” ინტერესზე საუბრობდა. 

დურო ივანიშევიჩის თქმით, ფრანგი ნახევარმცველი იანვარში კლუბის დატოვებას არ აპირებს, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ წინადადებებზე სერიოზულად დაფიქრდება და ისეთი ჩემპიონატიდან შემოთავაზებებს, როგორიცაა სერია A, ნამდვილად განიხილავს. აგენტის თქმით, დაინტერესებულმა კლუბმა 80 მილიონი უნდა გადაიხადოს, თუმცა შევაჭრებაც მისაღები იქნება. 

“ბარსელონასთვის” ნდომბელე ერთ-ერთ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. Sport-ის ცნობით, სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმა “ლიონის” წარმომადგენლებს კატალონიელების ინტერესის შესახებ უკვე აცნობა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 23 დეკ 2018, 11:48

    ციტატა: ani-barca10
    დე იონგი პსჟში გადავა 90% ამიტომ ნდომბელე რაბიო დე ლიხტიც კაი იქნება მარა 80ს დააკლონ ცოტა :დ


    ხო თქვა ტიპმა ვაჭრობა მოსულაო