მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
4 იანვარს: “ბარსას” ყოველწლიური ღია ვარჯიში და ვიზიტი საავადმყოფოებში

4 იანვარს: “ბარსას” ყოველწლიური ღია ვარჯიში და ვიზიტი საავადმყოფოებში

“ბარსელონა” შობის ტრადიციულ აღნიშვნას ოფიციალურად აანონსებს. 

ტრადიციულად, გუნდის წევრები ქალაქის საავადმყოფოებს ესტუმრებიან, იქამდე კი დამსწრეებისთვის ყოველწლიურ ღია სავარჯიშო სესიას გამართავენ. სესია “მინი ესტადიზე” 4 იანვარს, საქართველოს დროით 14 საათზე დაიწყება და გულშემატკივრებს მასზე დასწრება კლუბის მატჩების ბილეთებთან შედარებით, სიმბოლურ ფასად, 5 ევროდ შეეძლებათ. იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც “ბარსას” Socio წევრები არ არიან, ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება. 

წელს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ცერემონიაში მონაწილეობას ქალთა გუნდის წევრებიც მიიღებენ. 

მოგვიანებით, ფეხბურთელები ბარსელონაში მდებარე 9 ჰოსპიტალს ეწვევიან. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • B A R C A M A N
    schedule 20 დეკ 2018, 22:27

    კარგია!!!

  • Geobcn
    schedule 20 დეკ 2018, 07:07

    მშვენიერია:) წავალ აუცილებლად:)