“ბარსელონას” ქალთა გუნდი პრიმერა დივიზიონში წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს. მე-14 ტურში, კატალონიელებმა “ლოგრონიოს” უმასპინძლეს და 2-0 დაამარცხეს.
გოლები მაპიმ (31-ე წუთზე) და კლაუდია პინამ (88′) გაიტანეს.
ამ მოგებით, “ბარსამ” 38 ქულა დააგროვა და გადაუსწრო მადრიდის “ატლეტიკოს” რომელსაც 36 ქულა აქვს, მაგრამ ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.
![“ბარსელონას” ქალთა გუნდის მორიგი გამარჯვება [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2018/12/1544900925_b.jpg)