გერმანელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ მადრიდელები უფრო და უფრო ძლიერდებიან “ელ კლასიკომდე”. ასევე თქვა, რომ ჟოზე მოურინიო მაღალკვალიფიკაციური მწვრთნელია.
“ბარსელონას” ფეხბურთელები წლებია, რაც ერთად აგორებენ ბურთს, ამიტომაც შეთამაშებულები არიან, ჩვენ კი ახალგაზრდა გუნდი ვართ უდიდესი პოტენციალით. ჩვენ განვიცდით აშკარა პროგრესს, ვხდებით უფრო ძლიერნი და უკეთესნი. დარწმუნებული ვარ, “ბარსელონას” დავამარცხებთ მეორე რაუნდში. მე მადრიდში გადმოვედი იმისთვის, რომ მოვიგო ყველა შესაძლო ტიტული კლუბთან ერთად, ეს ჩემი, კლუბისა და გულშემატკივრის პრიორიტეტია”. დაასრულა მესუთ ოზილმა “მარკასთან” ინტერვიუში.



