დღეს, “ბარსას” სარეზერვო გუნდმა სეგუნდა დივიზიონ ბ-ს მე-16 ტურის მატჩი გამართა. ჩავი პიმიენტას გუნდი “ბადალონას” ესტუმრა და მინიმალური სხვაობით, 2-1 დაამარცხა.
“ბარსელონას” მხრიდან, გოლები რონალდ არაუხომ (18′) და ბალუ ტაბლამ (32′) გაიტანეს, 69-ე წუთზე კი სხვაობა სიმონ რობერტმა შეამცირა.
სატურნირო ცხრილში, კატალონიელები მე-7 ადგილზე არიან. მათ 24 ქულა აქვთ და პლეი-ოფის ზონას 4 ქულით ჩამორჩებიან.
![“ბარსა ბ”-ს მორიგი გამარჯვება ჩემპიონატში [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/themes/bm/assets/images/surathis-gareshe.webp)

