“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე, უსმან დემბელეზე საუბრობს.
ფრანგმა შემტევმა თამაში ნამდვილად გააუმჯობესა, თუმცა მოედანს მიღმა მას პრობლემები აქვს და ამას არც ვალვერდე მალავს.
“მართალია, რომ რაღაც მოხდა, მაგრამ საქმეს გუნდში მოვაგვარებთ.
ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. ვეცდებით, დემბელეს დავეხმაროთ. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მოედანზე გვეხმარება და ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, მაგრამ “ბარსელონაში” მოქმედებს სხვა, ქცევასთან დაკავშირებული წესებიც, რომლებიც ყველაზე მოქმედებს.
ეს ნორმალური მოვლენაა და სეზონის განმავლობაში, თითქმის ყოველთვის ხდება. სამწვრთნელო შტაბს კი სურს, ფეხბურთელს პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს, რათა შემდეგ მან კლუბს მოუტანოს სარგებელი”. – აცხადებს ვალვერდე.




ამან ეხლა გაიგო და მიხვდა რო დემბელე ძირითადში უნდა იყოოს და ეს სულ დემბელეზე რო ლაპარაკობს თუ ხვდებით მაგრამ აზრი არააქვს ამის ლაპარაკს გინდ ილაპარაკოს გინდ არა სულ ერთია ამისთვის მაინც არაყენებს სასტარტოში 🙂
დემბელე ასე ვერაფერს მიაღწევს რა ვთქვა არვიცი, მაქსიმალური დტო უნდა მიიღოს და გაიყიდოს, ტიპმა რა ქარცეცხლში გამოიარა და 2 დღეში იგივე გააკეთა, არმესმის როგორაა ასეთი უპასუხისმგებლო, მუნირი რო მუნირია მასაც არ გამოუმჟღავნებია მსგავსი არაპროფესიონალიზმი, ეს უკვე კლუბის უპატივცემულობაა, თუ რამის ამბიცია აქვს მისთვის რონალდო და მესი მაგალითი უნდა იყოს ეს კიდე ……..
ესეთი არაპროფესიონალი მე არ მინახავს რა . ეს სიტყვა ორივეს ეძღვნება