მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გილერმო ამორი: სირცხვილია, რომ მესის ოქროს ბურთი არ გადასცეს

გილერმო ამორი: სირცხვილია, რომ მესის ოქროს ბურთი არ გადასცეს

ინსტიტუციურ საკითხებში “ბარსელონას” ხელმძღვანელმა, გილერმო ამორმა, “ესპანიოლთან” მატჩის შემდეგ ხაზი გაუსვა, რომ ლეო მესი საუკეთესო ფეხბურთელია და ოქროს ბურთის მოგებას არავინ იმსახურებდა, თუ არა ის. 

“მესი საუკეთესოა. სირცხვილია, რომ მას ოქროს ბურთი არ გადასცეს. 

გუშინ, თამაშის ტემპს ის აკონტროლებდა, გაიტანა, ასისტი გააკეთა და თავისი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გამოავლინა. 

სხვა ფეხბურთელებიც კარგად გამოიყურებოდნენ, ზოგადად, გუნდმა ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა. არ მეგონა, თუ “ესპანიოლს” ასე ადვილად დავამარცხებდით. 

უსმან დემბელესთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს. უსმანი ძალიან კარგია და წინ დიდი მომავალი აქვს”. – განაცხადა ამორმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • sergio busquets5
    schedule 09 დეკ 2018, 14:16

    მომავალში მოიგებს წელს ტრებლს დადებს და უეჭველი მისი იქნება ოქროც და უეფას საუკეთესოობაც

  • Messi is the god
    schedule 09 დეკ 2018, 12:50

    დემბე უძლიერესი გახდება ძალიან მალე