ერთი მატჩი 400-მდე – ერნესტო ვალვერდეს სტატისტიკა

ერთი მატჩი 400-მდე – ერნესტო ვალვერდეს სტატისტიკა

“ვილიარეალთან” შეხვედრა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდესთვის საიუბილეო იქნება: ის ლა ლიგაში მთავარი მწვრთნელის რანგში  მე-400 მატჩს ჩაატარებს. 

ესტრემადურელი სპეციალისტისთვის პრიმერა დივიზიონის პირველი გუნდი ბილბაოს “ატლეტიკი” იყო, სადაც 2003-05 წლებში მუშაობდა. 2006-08 წლები მან “ესპანიოლში” გაატარა, 2009/10 წლების სეზონი “ვილიარეალში”, 2012/13 – “ვალენსიაში”, 2013-17 წლები ისევ “ბილბაოში”, 2017 წლიდან კი “ბარსელონას” წვრთნის. 

399 თამაშიდან, ვალვერდემ 182 მოიგო, 118 წააგო, 99 კი ფრედ დაასრულა. მისმა გუნდებმა 634 გოლი გაიტანეს და 485 გაუშვეს. 

ერნესტომ ყველაზე მეტი, 228 შეხვედრა “ატლეტიკთან” ერთად გამართა. შემდეგ, 76 მატჩით “ესპანიოლი” მოდის, “ბარსას” სათავეში კი ის აქამდე 51 მატჩში იდგა. 

ვალვერდეს გუნდების საუკეთესო ბომბარდირები: არიც ადურისი (70 გოლი), ლიონელ მესი (43), ლუის სუარესი (34), რაულ ტამუდო (25), ლუის გარსია (23), ისმაელ ურსაისი (20). 

ვალვერდე მე-16 მწვრთნელი გახდება, რომელსაც ლა ლიგაში 400 და მეტი მატჩი ექნება ჩატარებული. საუკეთესო შედეგი (757) ხოსე ლუის არაგონესს აქვს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • QIROESTA
    schedule 01 დეკ 2018, 10:06
    #6

    ლუის ენრიკე როგორ მენატრება

  • nodariko
    schedule 01 დეკ 2018, 09:58
    #5

    ამ დამპალს რომ არ უმართლებდეს აქამდე კაი ხნის გაგდებული იქნებოდა გუნდიდან

  • GioMess10
    schedule 01 დეკ 2018, 02:05
    #4

    ვალერიანის წვეთები მოუხდებოდა

  • givi pavlovichi
    schedule 30 ნოე 2018, 23:40
    #3

    ვალიკოოო…გეხვერწები, 401-ე სხვა გუნდის მწვრთნელად ჩაატარე stuck_out_tongue_winking_eye

  • Magician
    schedule 30 ნოე 2018, 23:04
    #2

    იმედია, "ვილიარეალთან" არ დაამრგვალებ წაგების მაჩვენებელს :დ

  • sergio busquets5
    schedule 30 ნოე 2018, 22:49
    #1

    ვილიარეალი უნდა გაადაადუღო ვალოდია