მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაურისიო პოჩეტინო: “ბარსელონას” უძლიერესი ფეხბურთელები ჰყავს, ჩვენ კი რწმენა გვაქვს

მაურისიო პოჩეტინო: “ბარსელონას” უძლიერესი ფეხბურთელები ჰყავს, ჩვენ კი რწმენა გვაქვს

“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში პირველი ადგილი უკვე გაინაღდა და ბოლო ტურში, “ტოტენჰემთან” დაპირისპირებას კატალონიელებისთვის, პრაქტიკულად, აზრი დაეკარგა. თუმცა, ეს მატჩი ლონდონელებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და გუნდის მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო შეხვედრისთვის განსაკუთრებულად მომზადებას აპირებს. 

“ბარსელონას” ძალიან ვაფასებთ, ეს გუნდი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. 

რა თქმა უნდა, კატალონიელებს დაუჯერებლად კარგი მოთამაშეები ჰყავთ, მაგრამ ჩვენ რწმენა და თავდაჯერება გვაქვს. “ბარსას” წინააღმდეგ თამაში რთულია, მაგრამ თუ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვავლენთ, შედეგს მივაღწევთ. 

ამ თამაშამდე ფეხბურთელებს მაქსიმალურად დავასვენებ. ესპანეთში სუფთა გონებით და ტრავმების გარეშე უნდა ჩავიდეთ, ამისთვის კი როტაცია დაგვჭირდება”.

“ტოტენჰემს” და “ინტერს” 7-7 ქულა და ერთნაირი ბურთების სხვაობა აქვთ. მილანელები პსვ-ს შეხვდებიან და, რა თქმა უნდა, უფრო რეალური მათი გამარჯვება ჩანს, თუ ერნესტო ვალვერდეს გუნდი საქმეს სერიოზულად მოეკიდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 01 დეკ 2018, 09:15

    ციტატა: gelantia
    ინტერის გასვლას ამათი გასვლა მირჩევნია მარა პოჩეტინოს ბარსას გაწვრთნას საძროხეში დაბრუნება მირჩევნიაო რო თქვა ეგ უნდა ვანანოთ პირადად 🤣🤣😅


    რა ხდება, პოჩეტინომ გვიწოდა ძროხები??? rage

  • gelantia
    schedule 30 ნოე 2018, 19:28

    ინტერის გასვლას ამათი გასვლა მირჩევნია მარა პოჩეტინოს ბარსას გაწვრთნას საძროხეში დაბრუნება მირჩევნიაო რო თქვა ეგ უნდა ვანანოთ პირადად 🤣🤣😅

  • dembele11
    schedule 30 ნოე 2018, 15:48

    ციტატა: M10 S9 D11
    კამპ ნოუზე ჯოჯოხეთი გელოდებათ შენ და შენს ტოტეს


    Aრაა გამორიცხული რო წავაგოთ რადგან ჯგუფში პირველობა გავინაგდეტ და არამგონია ბარცამ ტავი მოიკლას

  • donSergio
    schedule 29 ნოე 2018, 23:58

    ციტატა: Wtf man
    ეს კაცი სულ ცუდს ლაპარაკობს ბარსაზე და რეალს ეტენება ძაან. ასე რომ უნდა მოვუგოთ ამ ქათმებს ამ კაცის ჯინაზე


    ესპანიოლის მწვრთნელი იყო და მაგიტო ლაპარაკობს ეგრე,ძაან აფასებს ფანებს თუნდაც ყოფილი გუნდისას