მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ახალგაზრდულ ლიგაზე “ბარსამ” პსვ ვერ დაამარცხა

ახალგაზრდულ ლიგაზე “ბარსამ” პსვ ვერ დაამარცხა

უფროსების შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჰოლანდიაში ერთმანეთს პსვ-ს და “ბარსელონას” 19 წლამდელთა გუნდები დაუპირისპირდნენ. 

მატჩი სტუმრების უპირატესობით დაიწყო. “ბარსელონამ” ანგარიში მე-8 წუთზე გახსნა – თავი ანსუმანე ფატიმ გამოიჩინა, თუმცა ამ უპირატესობის შენარჩუნება ბოლომდე ვერ მოხერხდა. 74-ე წუთზე, იორბე ვერტესენმა გაათანაბრა. მატჩის ბოლოს, “ეინდჰოვენი” 10 მოთამაშით დარჩა, როცა მცველმა რიკო ზეგერსმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. 

“ბარსა” ჯგუფში პირველ ადგილზეა. კატალონიელებს 5 ტურის შემდეგ 11 ქულა აქვთ. მეორე ადგილზე “ტოტენჰემია” 6 ქულით. პსვ-ს 5 ქულა აქვს, “ინტერს” კი – 4. 

მომდევნო ტურში, დენის სილვა პუჩის გუნდი “ტოტენჰემს” უმასპინძლებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • SHOTAMESSI10
    schedule 28 ნოე 2018, 22:43

    ყოჩაღ

  • Magician
    schedule 28 ნოე 2018, 21:33

    არაუშავს, "ბარსას" ძირითადი გუნდი გაიტანს ბლომად გოლებს 🙂