workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესის პრესკონფერენცია

ვალდესის პრესკონფერენცია

დღეს ვარჯიშის დასრულების შემდეგ “ბარსელონას” პირველმა კიპერმა ვიქტორ ვალდესმა პრესკონფერენცია გამართა, იგი ჟურნალისტებს გაესაუბრა და განაცხადა, რომ დარჩენილი მატჩები “ბარსელონასთვის ძალიან მძიმე იქნება.  “თითოეული მოწინააღმდეგე “ლა ლიგაში” ჩვენთვის ძალიან რთულად გადასალახი იქნება. ამიტომაც მაქსიმალური მობილიზაცია და კონცენტრაცია გვმართებს თითოეულ თამაშზე”.

 

“რაც შეეხება ერიკ აბიდალს. ძალიან ბევრმა სპორტსმენმა თუ ფეხბურთელმა მხარი დაუჭირა ერიკ აბიდალს. მისთვის ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ მას გვერდში ვუდგავართ. მას ახლა ძალიან მძიმე მომენტი აქვს. იმედი ვიქონიოთ იგი მალე გამოჯნამრთელდება და ოპერაცია კარგად ჩაივლის”.

“ჩვენთვის ახლა ყველა მატჩი ფინალის ტოლფასია. “ხეტაფე” ძალიან კარგი და ორგანიზებული გუნდია, ამიტომაც ჩვენ მათთან ძალიან მძიმე მატჩი გველის. ჩვენ გვმართებს ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ ვიმარჯვოთ და მოვიპოვოთ მნიშვნელოვანი სამი ქულა”. 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში