რამდენიმე წუთის წინ, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” მადრიდის “ატლეტიკოს” და “ბარსელონას” დაპირისპირება დასრულდა.
თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში, ბურთს “ბარსა” ფლობდა, უამრავ პასს აკეთებდა და სტანდარტებს ასრულებდა, მაგრამ სახიფათო მომენტი, გუნდს, პრაქტიკულად, თამაშის ბოლომდე არ შეუქმნია.
ანგარიში 77-ე წუთზე გაიხსნა. დიეგო კოსტას სეზონის სადებიუტო გოლი მასპინძლების პირველ შეტევას მოყვა. ამის შემდეგ, ერნესტო ვალვერდემ ცვლილებები განახორციელა. მოედანზე ახლად გამოსულმა უსმან დემბელემ 90-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, კატალონიელებს ქულა მოუტანა და ლიდერობაც შეუნარჩუნა.
შედეგად, 13 ტურის შემდეგ, “ბარსელონას” 25 ქულა აქვს, “ატლეტიკოს” კი – 24.
“ბარსა” მომდევნო ტურში “ვილიარეალს” შეხვდება, იქამდე კი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით პსვ-ს ეწვევა.



მიეცით ამ ბიჭს გასაქანი შეუწყვეთ ხელიი ლიდერებმა და გაიხსნება ბოლომდე და აღარ იქნება პრობლემები სერიოზული ძალა იქნება მესისთან ერთად სისწრაფე აქვს დარტყმაც რავიციი
damdgari dembeles landzgaven arada ukve meremdene qula moipova barsam misi damsaxurebit, tipi roca moixoda da atamashda, gatanac daicyo da dziritadidan amoagden. bevri uaresad moiqceoda magis adgilze
აუ ეგ კიდე გადაუდიათ,ეგ რა ვიცოდი თორე სილკზე ვუყურებდი ბარსა ატლეს
სუ ყოველთვის გვიჭირს ასეთ გუნდებთან,გვარდიოლასაც მარტო ასეთი თამაშით აჩერებდნენ და რამეა მოსაფიქრებელი თორე რო ვუყურებ ნელ-ნელა ნახევარი მსოფლიო ასე თამაშობს და მეორე ნახევარი ასე თამაშს სწავლობს
ეგრევე ნუ გააქრობთ მთავარი გვერდიდან თამაშის სტატიას ხოლმე, მეზარება ძებნა მერე
