workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბეილი 46 მილიონ ევროდ?

ბეილი 46 მილიონ ევროდ?

გარეთ ბეილი შესაძლოა ”ბარსელონას” საზაფხულო შენაძენი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ბრიტანული მედია ბოლო კვირების განმავლობაში ამ ინფორმაციის გარშემო ტრიალებს.

”ტოტენჰემის” ნახევარმცველმა ”ბარსელონას” ყურადღება მიიპყრო. ჟურნალისტების ინფორმაციით, კატალონიური მხარე მზადაა ბეილის სანაცვლოდ 46 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც ვილიას სატრანსფერო თანხასაც კი აღემატება (40 მილიონი ევრო).

ბრიტანული გაზეთის ”მეტროს” ინფორმაციით, 21 წლის ნახევარმცველის მსურველები მრავლად არიან. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას მილანის ”ინტერმა” სცადა ბეილის შეძენა, თუმცა მტკიცე უარი მიიღო. კლუბმა არ მისცა ფეხბურთელს წასვლის საშუალება. უფრო ადრე კი იგივე შედეგი გაიზიარა ”მანჩესტერ იუნაიტედმაც”.

”ბარსელონას” შემთხვევაში შესაძლოა მოვლენები სხვაგვარად განვითარდეს. თუ კატალონიელები ბეილს შეთავაზებას გაუკეთებენ, შესაძლოა, რომ ის დათანხმდეს. ჩავის, მესის, ინიესტასა და ”ბარსას” სხვა ვარსკვლავების გვერდით თამაში მისთვის მიმზიდველი უნდა იყოს.

ამჟამად ფეხბურთელი დიდი სიფრთხილით საუბრობს საკუთარ მომავალზე: ”მე ბედნიერი ვარ ”ტოტენჰემში”. მსიამოვნებს აქ თამაში და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გავუმჯობესდები.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში