მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა ექსფეხბურთელმა, იკერ კასილასმა 2011 წელს გამართული “ელ კლასიკოები” გაიხსენა.
“ეს მატჩები უბრალოდ გიჟური იყო. იყო ბევრი დაძაბულობა და ვხედავდით მადრიდიზმს, რომელიც მე არასდროს მომწონდა. ამ ყველაფერს, საბოლოო ჯამში, იქამდე მივყავდით, რომ ეს ფეხბურთს აღარ ჰგავდა და უფრო მეტად კატალონიასა და ესპანეთს შორის ომის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
მე მადრიდისტა ვარ და მსურს, ყოველთვის “რეალმა” გაიმარჯვოს. მე ამ გუნდის ნაწილი ვიყავი, ეს ჩემი ცხოვრებაა და ყოველთვის ასე იქნება. მაგრამ მე უკიდურესობა არ მიზიდავს.” – განაცხადა კასილასმა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს, 3 კვირის მანძილზე, 4 “ელ კლასიკო” შედგა (ლა ლიგაში, ესპანეთის თასზე და ორჯერ ჩემპიონთა ლიგაზე).




მანდ წითლებს მარტო რეალი იღებდა, რამოსი, პეპე და ერთხელ მარსელოც.
:dd მართლა მაგარი კლასიკოები იყო სულ დაძაბული და რაღაცპონტში ასწორებდა ))