ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო, შაბათს “ბარსა ბ”-“კორნელიას” შეხვედრას დაესწრო. Sky Sports-ის ჟურნალისტებმა არგენტინელს ესპანეთში ვიზიტის მიზეზი კითხეს.
“კატალონიის ფედერაციამ იქ ჩასვლა გვთხოვა, რათა ადგილობრივ მწვრთნელებთან გვესაუბრა და პრემიერ ლიგური გამოცდილება გაგვეზიარებინა”. – თქვა პოჩეტინომ.
პოჩეტინოსთან ერთად, “მინი ესტადის” ტრიბუნებზე “ტოტენჰემის” სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ.
გამორიცხული არაა, რომ ისინი სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებსაც აკვირდებოდნენ. ლონდონურ კლუბს “ბარსელონას” ამომავალ ვარსკვლავს, რიკი პუჩს ხშირად უკავშირებენ.




ჰალაზე რომ სნოუა მიყვარს