გუშინ ღამით, ლონდონში, ერთმანეთს ბრაზილიის და ურუგვაის ნაკრებები ამხანაგურად დაუპირისპირდნენ. მატჩის ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე ნეიმარმა პენალტით გაიტანა.
შევედრაში მონაწილეობა განაცხადში მყოფმა “ბარსელონას” ორივე მოთამაშემ მიიღო. არტურმა და ლუის სუარესმა მოედანზე 90 წუთი გაატარეს. სუარესმა, თერთმეტმეტრიანის ეპიზოდის დროს მსაჯთან შეკამათების გამო გაფრთხილება დაიმსახურა.
![ბრაზილიის ნაკრებმა ურუგვაი დაამარცხა [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2018/11/1542441509_b.jpg)



რა კაი პასი გააკეთა ნეიმარმა ბოლოს