მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

“მედიას მის დებიუტზე ყურადღება განსაკუთრებით არ გაუმახვილებია. დიდი მოლოდინი არ ყოფილა, რადგან ის 19 წლამდელთა B გუნდის უბრალო მოთამაშედ ითვლებოდა. მაგრამ ჩვენ, ვინც მას თვალს მინდორზე ვადევნებდით, ვიცოდით, რომ ის განსხვავებული, განსაკუთრებული მოთამაშე იყო”. 

2003 წლის 16 ნოემბერს, “პორტუს” და “ბარსელონას” შეხვედრაში, 16 წლის ლიონელ მესი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. ეს მისი პირველი თამაში იყო ძირითად გუნდში. 

“ეს ჩემი კარიერის უმნიშვნელოვანესი დღე იყო. ბავშვობის ოცდენა ავიხდინე და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი. 

თითქმის ყოველთვის C და B გუნდებთან ერთად საშინაო თამაშებში ვიღებდი მონაწილეობას. თანაგუნდელებთან კარგი ურთიერთობა მქონდა და ჩემი მდგომარეობით კმაყოფილი ვიყავი. მაშინ ბევრს არ ვფიქრობდი იმაზე, თუ რა მოხდებოდა ამის შემდეგ”. 

ლეო მესის ამხანაგური მატჩის განაცხადში შეყვანა ფრენკ რაიკაარდის იდეა იყო. თამაში ისეთი დროისთვის იყო დაგეგმილი, როცა ფეხბურთელების უმეტესობა თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში იყვნენ განაწილებულნი. ჰოლანდიელმა მწვრთნელმა შემადგენლობის ახალგაზრდა მოთამაშეებით შევსება გადაწყვიტა.

“ის ახალგაზრდული გუნდებით ძალიან დაინტერებული იყო. ჩვენთან, მწვრთნელებთან ერთად ხშირად სადილობდა და აკადემიაზე გვესაუბრებოდა. იმ დღეს, მან თქვა, რომ კარგი იქნებოდა, თუ მესის შანსს მივცემდით და მსოფლიოს მის თავს წარვუდგენდით”. 

ზუსტად 15 წლის წინ, ლეო მესის სახით საფეხბურთო სამყაროს მომავალი ლეგენდა და იდეალურთან ყველაზე მიახლოებული ფეხბურთელი მოევლინა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • Onl Y Human
    schedule 16 ნოე 2018, 20:49

    როგორი დიდებული დღე ყოფილა heart_eyes

  • SHOTAMESSI10
    schedule 16 ნოე 2018, 19:22

    ლეგენდა heart_eyes