მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კლემან ლანგლე: მინდა, “ბარსელონაში” ჟერარ პიკე შევცვალო

კლემან ლანგლე: მინდა, “ბარსელონაში” ჟერარ პიკე შევცვალო

მას შემდეგ, რაც სამუელ უმტიტიმ ტრავმა მიიღო, კლემან ლანგლე “ბარსელონას” ძირითად ცენტრალურ მცველად იქცა. მისი და პიკეს დუეტი არც ისე დამაჯერებელია, მაგრამ კატალონიელისგან განსხვავებით, ფრანგი ცუდ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. 

ექს-“სევილიელი” TV3-თან ინტერვიუში პიკეზე და “ბარსას” დაცვის ხაზის მდგომარეობაზე საუბრობს. 

“ჟერარ პიკესთან ერთად თამაში დიდი პატივია. მინდა, “ბარსელონაში” მისი მემკვიდრეობის გამგრძელებელი ვიყო. თუმცა, იქამდე გრძელი გზა მაქვს გასავლელი. პიკემ გუნდისთვის ძალიან ბევრი გააკეთა და არაერთი ტიტული მოიგო. 

დაცვაში თამაში უნდა გამოვასწოროთ. უფრო კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ და რაც შეიძლება ცოტა გოლი გავუშვათ. მრავალი ასპექტია, რომელიც უნდა გავაუმჯობესოთ, მაგრამ ეს პრიორიტეტული უნდა იყოს, რადგან თითოეული მარცხი ძვირად ფასობს”. – აცხადებს ლანგლე. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • წიქარა
    schedule 15 ნოე 2018, 16:37

    ციტატა: gocha
    es shlangi ro ablatavda,ar vicodet ra dirkac xar,dabrundeba umtiti da gapartaxdebi sastavidan


    რამდენი წლის ხარ ?

  • Mns007
    schedule 15 ნოე 2018, 14:30

    ციტატა: gocha
    es shlangi ro ablatavda,ar vicodet ra dirkac xar,dabrundeba umtiti da gapartaxdebi sastavidan


    dirka ar aris ubralod dro unda pikea gamomzeebuli lenges imedze ro tovebs dacvas im 4 golidan ori pikes brali iyo tavis poziciaze ro ar idga. dacvis lideri eg ro gvyavs magitom vart eget dgeshi ikidebs dacvas xshir shemtxvevashi da golis gasatanad midis roca roberto da lengle gviyenia mashin nagdad ar unda wavides win gasashvebi chemi azrit gundidan ar gvchirdeba eseti mcveli, gverdze top klassis mcveli tu ar udgas tipi noli da is top klasic yoveltvis ver azgvevs mitumettes magis mxares dgas roberto

  • Barca_MNS
    schedule 15 ნოე 2018, 00:59

    ციტატა: M10 S9 D11
    დელიხტი თუ მოიყვანეს არამგონია პიკე შეცვალო :დდდდდ მარა ამ სეზონში თავისუფლად შეგიძლია ის ცხვირგასიებული თუ მოიფიქრებს შენი და უმტოს დუეტის დაყენებას


    დე ლიხტი ალბათ ლივერპულს მიაშურებს, ვან დეიკტან ერთად დადგება დაცვაში