მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა ბ”-ს ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერა 24 წლის ასაკში დაასრულა

“ბარსა ბ”-ს ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერა 24 წლის ასაკში დაასრულა

“ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის ყოფილმა მოთამაშემ, პოლ კალვემ, საფეხბურთო კარიერა 24 წლის ასაკში დაასრულა. “ბარსა ბ”-ში დაწინაურების დროს, ის ძალიან პერსპექტიულ ნახევარმცველად ითვლებოდა, თუმცა ტრავმების და რამდენიმე ოპერაციის გამო, თამაშის იგივე დონეზე გაგრძელება და მითუმეტეს მომატება, ვეღარ მოახერხა. 

2016 წელს, “ბარსელონაში” გატარებული 8 წლის შემდეგ, კალვე “დეპორტივოს” აკადემიაში გადავიდა, შემდეგ კი – აშშ-ში. მალევე, პოლმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. 

მას ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხი აქვს, ბარსელონაში დაფუძნებული პლიაჟის ფეხბურთის კომპანიის წევრია, სპონსორებთან შეთანხმებებს აგვარებს და სპორტის ამ სახეობის განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • saba_xavi
    schedule 11 ნოე 2018, 22:29

    ვა კოლეგა ყოფილა ჩემი. ნეტავ მე არ მიმიღებენ სტაჟიორად მაინც? 😀

  • grizmann
    schedule 11 ნოე 2018, 22:10

    ისე ბეტისი კაი გუნდია მილანთან ორივე თამაშშიც მომეწონა