კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩისათვის 22-კაციანი განაცხადი დაასახელა.
კატალონიელთა განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, კოუტინიო, არტური, სუარესი, მესი, დემბელე, რაფინია, სილესენი, მალკომი, ლანგლე, ალბა, მუნირი, რობერტო, ვიდალი, ალენია, პენია, ჩუმი.
აღსანიშნავია, რომ 22-კაციან განაცხადში მოხვდა ლეო მესიც, რომელმაც ხელის ტრავმა თითქმის უკვე მოიშუშა, თუმცა ჯერ ექიმებისგან თამაშის ნებართვა არ მიუღია. არგენტინელი მილანში გუნდთან ერთად გაემგზავრება და უკვე იქ გადაწყდება ითამაშებს თუ არა “სან სიროზე”.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, თბილისის დროით 23:55 საათზე “ბარსელონა” მილანის “ინტერს” დაუპირისპირდება, რომელიც წინა ტურში “კამპ ნოუზე” 2:0 დაამარცხა.




არღირს მესისთცის გარისკვა მაინც განაღდებულიაქ ჯგუფიდან გასვლა ნიჩიათუარა ინტერი მოიგებს დაიკიდებს ამთამაშს ვალვერდე და ჩაჯდება დაცვაში სუარესი თუ კიდე ტუალეტში არაღმოჩნდა 😂
ტერ შტეგენი სემედო პიკე ლენგლე ალბა ბუსკეცი რაკიტიჩი არტური კოუტინიო სუარესი დემბელე მეორე ტაიმში მესი
23:55? დრო შეიცვალა?
მესი ბოლო 20 წუთი მაინც ათამაშოს
მესი გვინდა სასწარფოთ მინიმუმ მეორე ტაიმში რო შემოვიდეს.
პენია ალენია დენისი ეს სამია ზედმეტი ამ განაცხადში, თუ მესის არ მიცეს თამაშის უფლება მაშინ დენისი დარჩეს და პენია ალენია მესი ამოაგდოს..
ვალვერდეა მწვრთნელი ხო არ გავიწყდებათ? პენია გამომრჩა 3 მიწერია, მაგრამ დიდი ალბათობით ალენიას დაიტოვებს რადგან ნახევარმცველია და სკამზე დემბელეს და მუნირს დასვავს თავდამსხმელებიდან მე ხო ვიცი და თავსაც მაგინებინებს კიდე ერთხელ
მუნირი დენისი პენია და ალენია უნდა ამოაგდოს იმედია მესი შეცვლაზე მაინც შემოვა
საღოოლ კაია მესი ითამაშებს უეჭველი 😍😍
იმედია რობერტოს და რაფინიას არ დააყენებს ძირითადში თორე ნაინგოლანი პერიშიჩი მარჯვენა კრაის გადაგვითელავენ
საბოლოო განაცხადი არაა ჯერ ძმა კიდე მოაკლებენ და იმედია მალკომი ითამაშებს
რობერტო ცენტრალურინახევარცველი რომ იყოს უფრო მაგარი იქნება პასი აქვს კარგი,ხოლო სემედუ კარგი მცველია და ამავდროულად სწრაფი.
ეს 22 კაცი ხო უნდა დაწიოს 18 კაცამდე, ეხლა მალკომს ამოაგდებს დენისს და მესის
არ ღირს გარისკვა. მორჩეს ბოლომდე. ეგ ისეთი მარგალიტი გვყავს, მოფრხილება უნდა ნამდვილად.ატლეტიკოსტან უფრო საჭიროა. ატლეტიკოს კარის გასაღები მაგას უდევს ჯიბეში.