workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
COPE – აბიდალი 4-6 კვირაში დაბრუნდება

COPE – აბიდალი 4-6 კვირაში დაბრუნდება

ცოტა ხნის წინათ, მადრიდული რადიო COPE “ბარსელონას” წინააღმდეგ გამოდიოდა, მაგრამ ახლა, იგი ძალიან სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მადრიდელი ჟურნალისტების ცნობით, ერიკ აბიდალს ღვიძლის სიმსივნე ადრეულ სტადიაზევე აღმოუჩინეს და იგი ვარჯიშს ოპერაციიდან 4-6 კვირაში განაახლებს.

რამდენიმე საათის წინ, მთელი საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო აბიდალის სიმსივნის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ. მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე ფორმაში მყოფ ფრანგ მცველს, სოციალური ქსელების საშუალებით, არაერთი ადამიანი უჭერს მხარს. მათ შორის არიან გამოჩენილი ფეხბურთელები, თუ მწვრთნელები.

საბედნიეროდ, მდგომარეობა არც ისე საგანგაშო აღმოჩნდა, როგორც ეს თავიდან ჩანდა. რადიო COPE, “ბარსელონას” ექიმ, ხოსეპ ფუსტერის სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ აბიდალი ვარჯიშს ოპერაციიდან 4-6 კვირაში განაახლებს.

ფუსტერის განცხადებით, პროგნოზი ოპტიმისტურია, მაგრამ ვინაიდან სიმსივნე ყოველთვის საშიში რამაა, ქირურგებს მძიმე ოპერაციის ჩატარება მოუწევთ.

 

იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში