“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ “კულტურალ ლეონესასთან” გასამართი კოპა დელ რეის სეზონის პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
“ყველა თამაში მნიშვნელოვანია, მათ შორის, ხვალინდელიც. ამხანაგურ შეხვედრას არ ვატარებთ, თანაც მეტოქე ჩვენთან დაპირისპირებისთვის განსაკუთრებულად ემზადება. “ლეონესა” მოედანზე 200%-ით დაიხარჯება, ასე რომ, ჩვენც კარგად უნდა ვითამაშოთ.
ჩვენი მხრიდან ის ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებსაც შემადგენლობაში ხშირად ვერ ვხედავთ. იმედია, ისინი თავს გამოიჩენენ.
იასპერ სილესენს ცუდი დღე ჰქონდა, მაგრამ დღეს კარგადაა, ხვალ კი ჩვენს კარში იდგება.
ბოლოდროინდელი შედეგები თავდაჯერებას გვმატებს. ახლა, ეს შედეგები უფრო დიდი წარმატებების მიღწევისთვის უნდა გამოვიყენოთ”.




ამ მწვრთნელმა იცის თავის საქმე ნამდვილად არ არის ცუდი მწვრთნელი..უბრალოდ მას რაც აკლდა იყო თავდაჯერებულობა რადგან აშკარად დიდი ფსიქოლოგიური წნეხი ქონდა და ეს ყველაფერი გუნდის თამაშშიც აისახებოდა..აშკარაა რომ მან რაღაც შეცვალა ბოლო თამაშებია როგორც გუნდში ისე საკუთარ თავში..გუნდს დაუბრუნდა მუხტი რაც აკლდა და ესეც რაღაც ძაან იკრიჭება ამ ბოლო დროს..ინტერთან თამაშის დროს ვთქვი და მესამდე ვიტყვი რომ ზუსტად ის თამაში იქნებოდა გუნდისთვის გარდამტეხი და რეალთან ეს დამტკიცდა კიდეც..სეზონი გრძელია რა თქმა უნდა და არვიცით შემდეგ რა იქნება მაგრამ ერთი აშკარაა რომ მწვრთნელმაც და გუნდმაც იპოვა თავისი ადგილი მინდორზე..ის “პეწი” რაც ბარსელონას ქონდა ბოლო 2თამაშში ისევ გამოჩნდა..იმედს ვიქონიებ რომ ჩემი ეს აზრი სწორია და არა უბრალოდ დროებითი..ამიტომ ჩვენი მწვრთნელია კიდევ და ამ შემთხვევაში მისკენ ვარ
პირველად ვნახე ამ ადამიანის ღიმილი.
ვიდალი, მალკომი, სემედუ, დემბელე, რიკი პუჩი უეჭველი უნდა იყონ. დანარჩენი აზრი არ აქვს