workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესი: “კლასიკოზე არ ვფიქრობ”

ვალდესი: “კლასიკოზე არ ვფიქრობ”

კატალონიის “ბარსელონას” კარის დარაჯი ვიქტორ ვალდესი არ ფიქრობს “ელ კლასიკოზე”, რომელიც უნდა გაიმართოს სანტიაგო ბერნაბეუზე 16 აპრილს.

ესპანელი გოლკიპერი თვლის, რომ “ლურჯ–ბროწეულისფერებმა” ახლა მომავალ მატჩებზე უნდა იფიქრონ, რათა “თეთრებთან” შეხვედრის წინ საკმაო უპირატესობა ჰქონდეთ.

“მე საერთოდ არ ვფიქრობ “რეალთან” გასამართ მატჩზე. ახლა მთლიანად კონცენტრირებული ვარ ესპანეთის ჩემპიონატის 29–ე ტურზე, სადაც ჩვენი მეტოქე “ხეტაფე” იქნება. ჩვენ თამაში თამაშზე უნდა მოვიგოთ. რაც შეეხება “სევილიასთან” დაპირისპირებას, ჩემი აზრით ყველაფერი კანუტეს მოედანზე შემოსვლამ გადაწყვიტა. იგი ბრწყინვალედ თამაშობდა და მართლაც დაეხმარა თავის გუნდს. საბოლოო ჯამში 2 ქულა დავკარგეთ და პირველ რიგში ეს თავად ჩვენი ბრალია.” –ციტირებს ვალდესის სიტყვებს Marca.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში